ფეხბურთი

14:29 | 10.08.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ტოტენჰემი" კოდი გაკპოს ტრანსფერზე მუშაობს

ლონდონის "ტოტენჰემი" ნიდერლანდელი შემტევის კოდი გაკპოს ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს. ინფორმაციას ბრიტანული გამოცემები ავრცელებენ.

როგორც ირკვევა, მოლაპარაკებები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, თუმცა "ლივერპული" ფეხბურთელის გაყიდვას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ "პარი სენ-ჟერმენიდან" ბრედლი ბარკოლას დაიმატებენ. "მერსისაიდული" კლუბი გაკპოს სანაცვლოდ 70 მილიონს ითხოვს.

კოდი გაკპო "ლივერპულის" ღირსებას 2023 წლიდან იცავს და მოქმედი კონტრაქტი კლუბთან 2030 წლამდე აკავშირებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.155229