ფეხბურთი

19:14 | 9.08.2026 | ნანახია [] - ჯერ

"სამგურალის" ქამბექი "მეშახტესთან"

საქართველოს ეროვნული ლიგის მეოცე ტურში იმერულ დერბიში „სამგურალმა“ „მეშახტე“ 2:1 დაამარცხა.

კახა ჩხეტიანის სადებიუტო მატჩი წარუმატებელი გამოდგა „მეშახტეში“, მიუხედავად იმისა, რომ მასპინძლები სწრაფი გოლით დაწინაურდნენ. მეექვსე წუთზე გიორგი ქანთარიამ მოახერხა ანგარიშის გახსნა.

„სამგურალმა“ მალევე გაათანაბრა - ლაშა შერგელაშვილის გოლით. შემდეგ, დიდხანს არაფერი იცვლებოდა, თითქოს, გუნდებს ქულები უნდა გაეყოთ, მაგრამ წყალტუბოელთა შორის სადებიუტო თამაშში ირაკლი სირაძემ 88-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა.

„სამგურალი“ 28 ქულით მეხუთე ადგილზეა და მომდევნო ტურში „დინამო ბათუმს“ შეხვდება, ხოლო „მეშახტე“ 11 ქულით ბოლო საფეხურს იკავებს და გორის „დილასთან“ მატჩი ელოდება.

„მეშახტე“ – „სამგურალი“ 1:2 (1:1)

გოლები: 1:0 ქანთარია (6), 1:1 შერგელაშვილი (23), 1:2 სირაძე (88)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.166532