„რივერ პლეიტმა“ მადრიდის „ატლეტიკოდან“ ტიაგო ალმადა დაიმატა.
ტრანსფერის დეტალები უცნობია, მაგრამ არგენტინულმა გრანდმა დაადასტურა, რომ შეთანხმება შედგა და უახლოეს დღეებში ტიაგო ბუენოს აირესში იქნება, რის შედეგადაც გუნდს შეუერთდება.
ცნობილია, რომ მანამდე ალმადას დამატებასთან ძალიან ახლოს „ფლამენგო“ იყო, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, „რივერმა“ აჯობა.
25 წლის ტიაგო ალმადამ კარიერა „ველეს სარსფილდში“ დაიწყო, შემდეგ „ატლანტა იუნაიტედში“, „ლიონსა“ და „ატლეტიკოში“ ითამაშა, ხოლო არგენტინის ნაკრებში 21 შეხვედრაში 5 გოლი აქვს გატანილი.





