ქართველი ფეხბურთელი ჯიმი ტაბიძე კარიერას თურქულ „ქაისერისპორში“ გააგრძელებს. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
ქართველი ფეხბურთელი თურქულ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
ტაბიძე ბოლოს მახაჭყალის „დინამოში“ გამოდიოდა, კარიერის განმავლობაში უთამაშია „გენტში“, „საბურთალოში“, „ურალში“, „უფაში“, „კორტრაიკში“, „დინამო თბილისსა“ და „პანეთოლიკოსში“.
„ქაისერისპორი“ თურქეთის პირველი ლიგის ბინადარია (რანგით მეორე ლიგა) და იქ თავის დროზე ზურაბ ხიზანიშვილი თამაშობდა, შოთა არველაძე კი მწვრთნელის რანგში მუშაობდა.
ტაბიძეს საქართველოს ნაკრებში 15 თამაში აქვს ჩატარებული (1 გოლი).







