„პარი სენ-ჟერმენი“ ამსტერდამის „აიაქსიდან“ მიკა გოდტსის ტრანსფერთან ახლოსაა.
ნიკოლო სკირას ცნობით, პარიზულმა კლუბმა ნიჭიერ ფეხბურთელთან 2031 წლამდე კონტრაქტი უკვე შეათანხმა, ხოლო ახლა მოლაპარაკებებს „აიაქსთან“ აწარმოებს. პარიზელები მზად არიან 55 მილიონი ევრო გაიღონ. დიდი შანსია, რომ ტრანსფერი შედგეს.
მიკა გოდტსი „აიაქსში“ 2022 წლიდან თამაშობს და 113 მატჩში 25 გოლი აქვს გატანილი. პსჟ-მ უკვე დაიმატა ერთი გარემარბი - მაგნის აკლიუში, ახლა კი, კიდევ ერთი ახლწვეული ეყოლება.





