ფეხბურთი

22:25 | 7.08.2026 | ნანახია [] - ჯერ

"რუსთავმა" "ტორპედო" დაამარცხა

ზაფხულის პაუზის შემდეგ საქართველოს ეროვნული ლიგა განახლდა და მეოცე ტურის პირველი მატჩი გაიმართა, რომელშიც „რუსთავმა“ „ტორპედო“ დაამარცხა.

გია ცეცაძის გუნდი სწრაფი გოლით დაწინაურდა, მე-12 წუთზე ჟან სოუზა დე ალმეიდამ გახსნა ანგარიში. ორივე გუნდს დიდი დრო ჰქონდა ანგარიშის შესაცვლელად, მაგრამ არაფერი შეცვლილა - „რუსთავმა“ გაიმარჯვა და მნიშვნელოვანი ქულები მოიპოვა.

„რუსთავი“ 35 ქულით ეროვნულ ლიგში ლიდერია, მომდევნო ტურში კი „დინამო თბილისს“ შეხვდება. „ტორპედო“ 27 ქულით მეოთხეა, ხოლო წინ „იბერიასთან“ თამაში ელოდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.15565