ფეხბურთი

23:00 | 7.08.2026 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერ სიტი" არგენტინელ მეკარეს დაიმატებს

„მანჩესტერ სიტი“ „მარსელიდან“ ხერონიმო რულის დაიმატებს. მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეულია.

არგენტინელი „ქალაქელებთან“ ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს, კიდევ ერთი წლით განახლების ვარიანტით. რული „სიტიში“ ჯეიმს ტრაფორდს შეცვლის, რომელიც „ლიდსში“ გადავიდა და შესაბამისად, ჯანლუიჯი დონარუმას შემცვლელი იქნება, როგორც სათადარიგო მეკარე.

ხერონიმო რული ბოლო ორი სეზონის განმავლობაში „მარსელში“ თამაშობდა, მანამდე კი „აიაქსის“, „ვილარეალის“, „მონპელიეს“, „სოსიედადის“ და „ესტუდიანტესის“ წევრი იყო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.155448