ესპანური „ხეტაფეს“ ქართველმა ახალწვეულმა, საბა საზონოვმა, პირველად ითამაშა ახალი კლუბის მაისურით. ეს „მონაკოსთან“ ამხანაგურ მატჩში მოხდა. მატჩი კაცნაკლული „მონაკოს“ გამარჯვებით 1:0 დასრულდა.
საზონოვი მინდორზე მეორე ტაიმში, 46-ე წუთზე გამოჩნდა.
პარის ბრუნერმა 65-ე წუთზე პენალტი გაიტანა. 78-ე წუთიდან „მონაკო“ ათი კაცით დარჩა, მას შემდეგ, რაც კრისტიან მევისა მოედნიდან გააძევეს.
შეგახსენებთ, რომ საბა „ხეტაფეს“ ამ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და კონტრაქტი 1+1 წლით გააფორმა. ტრავმის გამო თითქმის ორწლიანი უთამაშებლობის შემდეგ, იმედია, საზონოვს ამჯერად გაუმართლებს და სტაბილურად ათამაშდება ლა ლიგაში.
ახალ სეზონში „ხეტაფე“ კონფერენს ლიგაზეც ითამაშრბს. გუნდის მწვრთნელი კი ჩვენთვის კარგად ნაცნობი ხოსე ბორდალასია, რომელიც თავის დროზე „ვალენსიაში“ გიორგი მამარდაშვილის დამრიგებელი გახლდათ.







