ფიფას ყიფილმა პრეზიდენტმა, ზეპ ბლატერმა, საზოგადოებას შესთავაზა ორგანიზაციის ხელმძღვანელად ნორვეგიის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტის, ქალბატონ ლისე კლავენესის დანიშვნა შესთავაზა. შეგახსენებთ, რომ ფიფას პრეზიდენტი ქალი არასოდეს ყოფილა.
„კლავენესი დიდ პატივისცემა იმსახურებს. ის ერთადერთი გახლდათ, რომელიც ბოლოდროინდელ საეჭვო ცვლილებებს არ აჰყოლია და ყოველთვის მტკიცე პოზიცია ეჭირა. დადგა დრო ფიფას ქალმა უხელმძღვანელოს,“ - დაწერა სოციალურ ქსელში ბლატერმა.
45 წლის კლავენესი ყოფილი ფეხბურთელი გახლავთ, რომელმაც 73 მატჩი ჩაატარა ნორვეგიის ნაკრებში და 2022 წელს ქვეყნის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტად აირჩიეს.
ორგანიზაციის მოქმედი თავკაცი, ჯანი ინფანტინო ბოლო დროს ნაირგვარი ინიციატივების გამო კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოექცა.







