ფეხბურთი

0:57 | 5.08.2026 | ნანახია [] - ჯერ

"იბერიას" ნულოვანი ფრე ბელფასტიდან

საქართველოს ჩემპიონი თბილისის „იბერია“ ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ჩრდილოეთ ირლანდიის ჩემპიონი „ლარნს“ ესტუმრა და ნულოვან ფრეს დასჯერდა.

„იბერია“ პრობლემებით ჩავიდა ბელფასტში, დაგვიანებით, თანაც, ნაწილ-ნაწილ. შედეგად, ფრე, შედეგობრივად, ურიგო არ არის, მაგრამ სხვა საკითხია თამაშის ხარისხი.

ანდრეი დემჩენკოს გუნდს არ გამოუვიდა მაღალი დონის ჩვენება და მეტოქე უფრო ახლოს იყო გოლთან, ვიდრე თვითონ, მაგრამ საბოლოოდ, ფრე 0:0. ეს კი, იმას ნიშნავს, რომ ერთ კვირაში, ყველაფერი თბილისში გადაწყდება, სადაც გუნდები საპასუხო შეხვედრას ჩაატარებენ.

შეგახსენებთ, რომ „იბერია“ ამ ბარიერის დაძლევით, ევროპა ლიგის პლეი-ოფში გავა და ყველაზე ცუდ შემთხვევაში, კონფერენს ლიგის ფაზის ეტაპზე თამაშს გაინაღდებს. საპასუხო მატჩი 11 აგვისტოს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.175518