ფეხბურთი

20:28 | 4.08.2026 | ნანახია [] - ჯერ

"არსენალი" ბრუნო გიმარაეშს 90 მილიონად დაიმატებს

ლონდონის „არსენალი“ „ნიუკასლ იუნაიტედიდან“ ბრუნო გიმარაეშს დაიმატებს. ტრანსფერი პრაქტიკულად გადაწყვეტილია.

ბრაზილიელის სანაცვლოდ „მეთოფეები“ 90 მილიონ ევროს გადაიხდიან და კონტრაქტს 2031 წლის ზაფხულამდე გაუფორმებენ. მხარეები საბოლოო დეტალებს აგვარებენ, მაგრამ ოპერაციის წარმატებით დასრულების შანსი ძალიან დიდია.

ბრუნო გიმარაეში „ნიუკასლში“ 2021 წლიდან თამაშობს და 195 მატჩში 31 გოლი გაიტანა. მანამდე ის „ატლეტიკო პარანაენსესა“ და „ლიონის“ წევრი იყო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.160964