„ბარსელონამ“ ბელგიელი ფეხბურთელი ჯესი ბისივუ დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
18 წლის გარემარბმა კლუბთან კონტრაქტი 2031 წლის ზაფხულამდე გააფორმა. ის „ბარსას“ ამერიკულ ტურნეში შეუერთდება და შემდეგ გადაწყდება, მთავარ გუნდში დარჩება თუ მეორე გუნდში.
ჯესი ბისივუ „ბრიუგეს“ აღზრდილია, ბელგიის 17-წლამდე ნაკრებში კი 5 მატჩი აქვს ჩატარებული.







