ფეხბურთი

0:03 | 4.08.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ფიორენტინამ" პორტუგალიელი მცველი დაიმატა

ფლორენციის „ფიორენტინამ“ „იუვენტუსიდან“ პორტუგალიელი მცველი ჟოაო მარიო დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

26 წლის ფეხბურთელი ფლორენციელებს იჯარით და გამოსყიდვის უფლებით შეუერთდა.

ჟოაო მარიო „იუვემ“ შარშან „პორტუდან“ შეიძინა და ტურინულ გრანდში მან მხოლოდ 13 უგოლო მატჩი ჩაატარა. გასული სეზონის მეორე ნახევარში პორტუგალიელი „ბოლონიაში“ იყო განათხოვრებული (15 თამაში, 2 გოლი), ახლა კი „ფიორენტინაში“ გაუშვეს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.169669