„ვილიარეალმა“ „ლაიფციგიდან“ ვეტერანი უნგრელი მეკარე პეტერ გულაჩი დაიმატა.
მხარეებს შორის შეთანხმება შედგა და ტრანსფერიც ოფიციალურად დადასტურდა. გულაჩიმ ესპანურ კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
36 წლის მეკარე „ლაიფციგის“ კარს 2015 წლიდან იცავდა და 362 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მანამდე ის „ლივერპულში“, „ჰერეფორდში“, „ტრანმერეში“, „ჰალსა“ და „ზალცბურგში“ თამაშობდა.





