დორტმუნდის „ბორუსიამ“ ბელგიური „გენკიდან“ ბერძენი ტალანტი, კონსტანტინოს კარეცასი დაიმატა. ტრანსფერ ოფიციალურად დადასტურდა.
ფეხბურთელთან გერმანელებმა კონტრაქტი 2031 წლის ზაფხულამდე გააფორმეს, ხოლო მის სანაცვლოდ „გენკს“ 32 მილიონი ევრო გადაუხადეს.
კარეცასი „გენკის“ აღზრდილია და ბელგიის ასაკობრივ ნაკრებებში თამაშობდა, მაგრამ 2025 წლიდან საბერძნეთის ეროვნული ნაკრების წევრია, სადაც 10 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი. „გენკში“ მან 92 თამაშში 6 გოლი გაიტანა.





