ფეხბურთი

16:33 | 2.08.2026 | ნანახია [] - ჯერ

საბა ლობჟანიძის საგოლე პასი ქუსლით MLS-ში

MLS-ში საბა ლობჟანიძემ საგოლე პასი მიითვალა. ქართველი ფეხბურთელის „სოლტ ლეიკ სიტი“ კი სტუმრად „სენტ ლუის სიტის“ დაუზავდა - 1:1.

ლობჟანიძე თამაშში 46-ე წუთზე ჩაერთო და 15 წუთის შემდეგ ბრწყინვალე ასისტით მოამარაგა სერხი სოლანსი, რომელმაც ანგარიში გახსნა. საბას MLS-ის მიმდინარე სეზონში სამ შეხვედრაში ორი საგოლე პასი აქვს მითვლილი. ის „სოლტ ლეიკს“ ცოტა ხნის წინ „ატლანტა იუნაიტედიდან“ შეუერთდა.

„სოლტ ლეიკ სიტი“ დასავლეთ კონფერენციაში 27 ქულით მეხუთე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 16 აგვისტოს, „სან ხოსეს“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.157651