ფეხბურთი

1:18 | 2.08.2026 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიუ: „რეალი“ სამი სახით დავინახე“

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიუმ თავისი გუნდის „ფიორენტინასთან“ ამხანაგურ მატჩში ფრედ (2:2) დასრულებულ მატჩზე ისაუბრა, რომელიც ავსტრიის ქალაქ კლაგენფურტში, „ვიორტერზეეს“ სტადიონზე გაიმართა.

„რეალი“ სამი სახით დავინახე: ახალი, დაღლილი და უკიდურესად დაღლილი. ახალმა გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა, ტაიმის ბოლოს ანგარიში 2:1 იყო. პირველი ტაიმი იმდენად მაღალი ხარისხის გახლდათ, რომ ადვილად შეგვეძლო 3:0 ან 4:0 მოგვეგო.

შემდეგ თამაში გაცილებით გართულდა, მათ ჩვენზე ზეწოლა მოახდინეს და მეორე სახე გამოჩნდა. საჯარიმოში ორი ახალგაზრდა ფეხბურთელით ვთამაშობდით: ესენი არიან ჟოანი (მარტინესი) და მარიო (რივასი)... რომლებმაც ფანტასტიკური მატჩი ჩაატარეს, მაგრამ ფიზიკურად ჯერ არ არიან იმ დონეზე, რომ მოიზე კინის მსგავს გიგანტთან ითამაშონ.

და მესამე სახე, რომელიც ძალიან მომეწონა: გუნდი უკიდურესად დაღლილი იყო, მაგრამ მაინც მოახერხეს ერთიანობის შენარჩუნება და მოედანზე კონტროლის აღდგენა.“

დუმფრისმა და ენდრიკმა კი მხოლოდ სამი დღე ივარჯიშეს და 70 წუთზე მეტი ითამაშეს. ეს ფანტასტიკური ძალისხმევა იყო, რაც ჩემთვის ბევრს ნიშნავს. მადლობა გადავუხადე მათ ამისათვის. ყველაფერი მომეწონა", - ციტირებს AS მოურინიუს სიტყვებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.162412