ფეხბურთი

17:22 | 1.08.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ბორნმუთმა" პორტუგალიელი მცველი დაიმატა

ლისაბონის „ბენფიკას“ ფეხბურთელი ანტონიო სილვა ამიერიდან „ბორნმუთში“ ითამაშებს. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

22 წლის მცველში „ალუბლებმა“ 30 მილიონი ევრო გადაიხადეს.

სილვა „ბენფიკას“ აღზრდილია, სადაც 2022 წლიდან 183 მატჩში 10 გოლი გაიტანა, პორტუგალიის ნაკრებში კი 10-ჯერ უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.159529