ფეხბურთი

23:55 | 31.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

"აიაქსმა" იულიან ბრანდტი დაიმატა

ამსტერდამის „აიაქსმა“ 30 წლის გერმანელი ფეხბურთელი იულიან ბრანდტი დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

ბრანდტი ნიდერლანდურ გრანდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და ხელშეკრულება 2029 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

იულიან ბრანდტი „დორტმუნდში“ 2019 წლიდან თამაშობდა და 307 მატჩში 57 გოლი გაიტანა, ხოლო მანამდე „ლევერკუზენის“ ღირსებას იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.161982