ფეხბურთი

16:48 | 31.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

საბა საზონოვი კარიერას ლა ლიგაში გააგრძელებს

საბა საზონოვი კარიერას „ხეტაფეში“ გააგრძელებს. როგორც ცნობილი გამოცემა Marca იტყობინება, მან გუნდთან ერთად უკვე ივარჯიშა კიდეც.

საბა მადრიდულ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. მოსალოდენლია, რომ ტრანსფერი მალე ოფიციალურად დადასტურდება. მხარეებს შორის კონტრაქტი 1+1 წლით გაფორმდა.

„ხეტაფეს“ საზონოვის შეძენა შარშანაც სურდა, მაგრამ სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს „ტორინომ“ მისი ელექტრონული ფოსტის გაგზავნა დააგვიანა და გარიგება მაშინ ჩაიშალა. აღსანიშნავია, რომ საბა ფრანგულ „ლე ავრთან“ აწარმოებდა მოლაპარაკებებს, მაგრამ როგორც ჩანს, საბოლოოდ, „ხეტაფესა“ და ლა ლიგაში თამაში ამჯობინა.

„ხეტაფე“ ახალ სეზონში კონფერენს ლიგაზე ითამაშებს, გუნდის მთავარი მწვრთნელი კი ხოსე ბორდალასია, რომელმაც თავის დროზე „ვალენსიაში“ გიორგი მამარდაშვილს შანსი მისცა და მისი კარიერის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა.

გარდა ამისა, „ხეტაფეში“ შეიძლება გიორგი ქოჩორაშვილიც გადავიდეს. ამ ტრანსფერზე პრობლემები წარმოიშვა, მაგრამ Marca-ს ინფორმაციით, „ხეტაფე“ აგრძელებს ქოჩორაშვილის დამატებაზე მუშაობს, „სპორტინგიდან“ იჯარით და გამოსყიდვის უფლებით.

საბა საზონოვი „ტორინოს“ 2023 წელს შეუერთდა და პირველ სეზონში 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა, თუმცა, ერთადერთხელ იყო ძირითად შემადგენლობაში და მაშინაც შეცვალეს. მეორე სეზონში „ემპოლიში“ გაანათხოვრეს, სადაც ტრავმის გამო ვერ ითამაშა, ხოლო გასულ სეზონში „ტორინოში“ უბრალოდ ვარჯიშობდა, გუნდს სერია A-ს განაცხადში არ შეუყვანია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.159589