მიუნხენის „ბაიერნის“ საპატიო პრეზიდენტმა ული ჰიონესმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მაიკლ ოლისე და ლუის დიასი არ იყიდებიან.
ასევე, კომენტარი გააკეთა ჰარი კეინის კონტრაქტის განახლების საკითხზე:
„ოლისე „რეალს“ სურდა? ჩემთვის ეს სასაცილოა. ჩინეთის იმპერატორსაც შეეძლო ჩვენთან მოსულიყო და ჩვენ მაინც არ დაველაპარაკებოდით. იგივე ეხება ლუის დიასსაც. კეინის კონტრაქტი? ჰარისთან პირდაპირ არ მისაუბრია ამის შესახებ, მაგრამ გავიგე, რომ ის მიუნხენში ძალიან ბედნიერია. ჩვენც მისით ძალიან კმაყოფილები ვართ“, - თქვა ჰიონესმა.





