თბილისის „იბერიას“ და საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ნახევარმცველის, ნიკოლოზ დადიანის შეძენა ბელგიურ კლუბებს სურთ.
Walfoot-ის ინფორმაციით, „შარლერუა“, „ზულტე ვარეგემი“ და „ლომელი“ კონკრეტულ ინტერესს იჩენენ. თუმცა, ეს ყველაფერი არაა: წყაროს თანახმად, დადიანით იტალიური, პორტუგალიური და ფრანგული კლუბების არიან დაინტერესებული.
„იბერია“ ნიჭიერ ნახევარმცველში 500 000-600 000 ევროს ითხოვს, ხოლო კლუბთან კონტრაქტი მას 2026 წლის 31 დეკემბერს ეწურება. „შარლერუა“ მზადაა 300 000 ევრო გადიხადოს და მომდევნო ტრანსფერიდან „იბერიას“ თანხის 10% დაუთმოს.
ნიკოლოზ დადიანი „იბერიას“ აღზრდილია და 82 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 8-ჯერ საგოლე პასი გააკეთა.







