„სენტ ეტიენმა“ ამხანაგურ მატჩში „ლოზანა“ 4:0 დაამარცხა, მაგრამ ზურიკო დავითაშვილის გარეშე.
„მწვანეების“ მთავარმა მწვრთნელმა იან კათრომ მისი უთამაშებლობა ტრავმით ახსნა და ჟურნალისტებს უთხრა:
„ზურიკო დავითაშვილს ამ ზაფხულს ფიზიკური პრობლემა შეექმნა, კუნთი დაიზიანა. ჯერჯერობით, ვცდილობთ, მისი სათამაშო დრო ვმართოთ. პრესეზონი ზოგჯერ სარისკოა ტრავმირებული ფეხბურთელებისთვის. ბევრს ვშრომობთ, ისინი ზეწოლის ქვეშ არიან და ზოგჯერ უმჯობესია მოთმინება. ამჟამად ის ინდივიდუალურად ვარჯიშობს”, - თქვა კათრომ.
ჯერჯერობით, უცნობია, როდის იქნება დავითაშვილი მზად სათამაშოდ და ისიც, დარჩება თუ არა, ფრანგულ გუნდში. ქართველით ბერგამოს „ატალანტა“ და პირეოსის „ოლიმპიაკოსი“ ინტერესდებიან.
„სენტ ეტიენი“ პირველ აგვისტოს, „ვენეციასთან“ კიდევ ერთ სპარინგს გამართავს, ხოლო 8 აგვისტოს, ლიგა 2-ის პირველ ტურში „სოშოს“ ესტუმრება.





