„მანჩესტერ სიტის“ ბრაზილიელმა გარემარბმა სავინიომ კლუბის ხელმძღვანელობას აცნობა, რომ მიმდინარე ზაფხულს გუნდის დატოვება სურს. ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
21 წლის ფეხბურთელს სურს უფრო მეტი სათამაშო დრო მიიღოს და კარიერის განვითარება სხვა კლუბში განაგრძოს, მაგრამ მიუხედავად ფეხბურთელის სურვილისა, საბოლოო გადაწყვეტილება "სიტის" ხელმძღვანელობაზეა დამოკიდებული.
წყაროს ცნობით, სავინიოს ტრანსფერით ყველაზე მეტად „ტოტენჰემია“ დაინტერესებული. ლონდონელები ბრაზილიელ ვინგერს სატრანსფერო სიაში მთავარ პრიორიტეტად მიიჩნევენ და მხარეებს შორის მოლაპარაკებები ჯერ კიდევ ივნისიდან მიმდინარეობს.
სავინიო "სიტის" ღირსებას 2024 წლიდან იცავს და კლუბთან კონტრაქტი 2031 წლამდე აკავშირებს.





