ფეხბურთი

21:11 | 28.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ლიონმა" ბელგიელი ფორვარდი დაიმატა

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელი ლოის ოპენდა კარიერას „ლიონში“ გააგრძელებს. კლუბებს შორის შეთანხმება შედგა.

ბელგიელი „ლიონს“ ერთწლიანი იჯარით შეუერთდა, რომლის საფასური 3 მილიონი ევროა, ხოლო ფრანგებს გაისად მისი გამოსყიდვის უფლება არ ექნებათ.

ოპენდა საფრანგეთს იცნობს, სადაც 2022-2023 წლებში „ლანსში“ თამაშობდა, რომლის მაისურით 42 თამაშში 21 გოლი გაიტანა. მას ასევე უთამაშია „ბრიუგეში“, „ვიტესსა“ და „ლაიფციგში“, ხოლო „იუვენტუსს“ შარშან შეუერთდა. თუმცა, ტურინულ გრანდში ოპენდამ მოლოდინი ვერ გაამართლა - 34 თამაშში მხოლოდ 2 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.160543