სავინიოს „მანჩესტერ სიტის“ დატოვება სურს, რის შესახებაც კლუბს აცნობა. ახლა ყველაფერი „სიტის“ გადასაწყვეტია.
ბრაზილიელ ფეხბურთელს წასვლა სათამაშო პრაქტიკისთვის სურს, რაც მანჩესტერულ გუნდში შეზღუდული აქვს.
„ტოტენჰემი“ ცდილობს სავინიოს გადაბირებას და მზადაა 80 მილიონი ევრო გადაიხადოს, ხოლო ფეხბურთელს კონტრაქტს 2031 წლის ზაფხულამდე სთავაზობს.
სავინიო „მანჩესტერ სიტიში“ 2024 წლიდან თამაშობს და 84 შეხვედრაში 7 გოლი აქვს გატანილი. მანამდე ის „ატლეტიკო მინეიროს“, პსვ-სა და „ჟირონას“ წევრი იყო.





