„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელ ბრედლი ბარკოლას კარიერის გაგრძელება „ლივერპულში“ სურს.
ინგლისური კლუბის პროექტი მისთვის პრიორიტეტია და პსჟ-სთან კონტრაქტის განახლებაზეც უკვე უარი თქვა. თუმცა, „ლივერპულთან“ ფინანსური შეთანხმება ჯერ არ არის მიღწეული. მოლაპარაკებები მომდევნო დღეებში გაიმართება.
ბრედლი ბარკოლა „პარი სენ-ჟერმენში“ 2023 წლიდან თამაშობს და 152 მატჩში 39 გოლი აქვს გატანილი. მანამდე ის „ლიონის“ წევრი იყო.





