იოშკო გვარდიოლმა „მანჩესტერ სიტისთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა. მოლაპარაკებები მხარეებს შორის შედეგიანი აღმოჩნდა.
შედეგად, ხორვატი მცველი „სიტიში" დარჩება. ხელშეკრულება მან 2031 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა.
იოშკო გვარდიოლი „მანჩესტერ სიტის“ 2023 წელს შეუერთდა და 122 მატჩში 13 გოლი აქვს გატანილი. მანამდე ის „ლაიფციგისა“ და „დინამო ზაგრების“ რიგებში გამოდიოდა.





