ფეხბურთი

1:49 | 28.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ოლიმპიაკოსი" დავითაშვილისთვის ბრძოლაში დაბრუნდა

პირეოსის „ოლიმპიაკოსი“ ზურიკო დავითაშვილისთვის ბრძოლაში დაბრუნდა. ამის შესახებ ბერძნული მედია იტყობინება.

„ოლიმპიაკოსმა“ ანდრე ლუისი „კანზას სიტიში“ გაყიდა, რამაც კლუბს გაუჩინა ფინანსური რესურსი, რომ „სენტ ეტიენიდან“ დავითაშვილი შეიძინოს. ფრანგული კლუბი დაახლოებით 20 მილიონ ევროს ითხოვს. პირეოსელები მზად არიან 16 მილიონი ევრო გადაიხადონ და 3.5 მილიონი ევროს ბონუსიც. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

„ოლიმპიაკოსის“ გარდა, დავითაშვილით ბერგამოს „ატალანტაცაა“ დაინტერესებული. ვინაიდან, „სენტ ეტიენი“ ისევ ლიგა 2-ში ითამაშებს, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ქართველი ისევ „მწვანეების“ რიგებში დარჩეს.

შეგახსენებთ, რომ ზურიკო დავითაშვილი „სენტ ეტიენში“ 2024 წლიდან თამაშობს და ორივე სეზონში გუნდის ლიდერი და ბომბარდირი იყო (67 მატჩი, 25 გოლი). თუმცა, „მწვანეებმა“ ლიგა 1-ის საგზური ვერ მოიპოვეს, რის გამოც ქართველის წასვლა მოსალოდნელია. მას „სენტ ეტიენთან“ კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.162054