„ბოლონიას“ თავდამსხმელმა სანტიაგო კასტრომ შესაძლოა კარიერა „რომაში“ გააგრძელოს.
არგენტინელ ფეხბურთელს „ჯალოროსისთან“ შეთანხმება მიღწეული აქვს 2031 წლამდე კონტრაქტზე, სეზონში 2.2 მილიონი ევროს ხელფასით.
„რომა“ ამჟამად მოლაპარაკებებს „ბოლონიასთან“ აწარმოებს გარიგების გასასრულებლად. არაა გამორიცხული დედაქალაქელებმა გარიგებაში რობინიო ვაზი ან არტიომ დოვბიკი ჩართოს და ერთ-ერთი იჯარით დაუთმოს. კლუბებს შორის მოლაპარაკებები დადებითად მიმდინარეობს.
21 წლის ფეხბურთელმა კარიერა „ველეს სარსფილდში“ დაიწყო, ხოლო 2023 წლიდან „ბოლონიაშია“, რომლის მაისურით 105 თამაშში 22 გოლი აქვს გატანილი.





