ფეხბურთი

15:31 | 25.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

"დინამომ" ნიგერიელი ფეხბურთელი დაიმატა

„დინამო თბილისმა“ ნიგერიელი ფეხბურთელი მეთიუ გბომადუ დაიმატა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

მხარეებს შორის სამწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

21 წლის შემტევი ბოლოს პორტუგალიურ „ეშტრელა ამადორაში“ ირჯებოდა, ხოლო მანამდე სომხეთში, „ვანისა“ და „არარატ არმენიას“ ღირსებას იცავდა. 2024 და 2026 წლებში მეთიუ გბომადუ სომხეთის თასის და ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

„დინამო თბილისი“ ეროვნულ ლიგაში მესამე ადგილზეა და ლიდერ „იბერიას“ 3 ქულით ჩამორჩება, ხოლო კონფერენს ლიგაზე მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი ვილნიუსის „ჟალგირისთან“ 3:0 აქვს მოგებული.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.165221