ფეხბურთი

21:52 | 23.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

გორის "დილა" კონფერენს ლიგაზე დიდი ანგარიშით დამარცხდა

გორის „დილა“ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში საკუთარ მოედანზე ლიმასოლის „აპოლონს“ დაუხვდა დ დიდი ანგარიშით დამარცხდა. შესაბამისად, მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი პრაქტიკულად დაკარგა.

კლასში სხვაობა ძალიან დიდი იყო - „აპოლონი“ გარდა იმისა, რომ გაცილებით გამოცდილი გუნდია, უფრო მაღალი დონის ფეხბურთელებიც ჰყავს, რაც თამაშმა დაადასტურა.

მე-14 წუთზე სტუმრები ბრენდონ თომასის გოლით დაწინაურდნენ, ხოლო კიდევ 14 წუთში გაეტან ვეისბეკმა სხვაპბა ორამდე გაზარდა, რითაც პრაქტიკულად ყველაფერი ნათელი გახდა. პირველი ტაიმის მიწურულს „დილა“ მოედანზე 10 ფეხბურთელით დარჩა - ნანა ნდოკორი გააძევეს.

მეორე ტაიმიც „დილასთვის“ ცუდად დაიწყო - თომა კიკაბიძის ავტოგოლით. მატჩის მიწურულს კი ალენ ოზბოლტმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„დილა“ 0:4 დამარცხდა და ერთ კვირაში კვიპროსში ესტუმრება მეტოქეს, მაგრამ მომდევნო ეტაპზე გასვლაზე ფიქრი, ცხადია, უკვე უტოპიაა.

„დილა“ – „აპოლონი“ 0:4 (0:2)

გოლები: 0:1 ტომასი (14), 0:2 ვეისბეკი (28), 0:3 კიკაბიძე (51, ა.გ), 0:4 ოზბოლიტი (88)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.082662