ბირმინგემის "ასტონ ვილამ" ლონდონის "ჩელსიდან" ალეხანდრო გარნაჩო დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
არგენტინელმა შემტევმა სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ კონტრაქტს ხელი მოაწერა. გარნაჩოს სანაცვლოდ "ვილა პარკელებმა" 50 მილიონი ევრო გადაიხადეს.
ალეხანდრო გარნაჩომ გასულ სეზონში „ჩელსის“ მაისურით 43 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა. მანამდე არგენტინელი „მანჩესტერ იუნაიტედში“ გამოდიოდა, სადაც 2021-2025 წლებში 144 თამაშში 26 გოლი გაიტანა.





