ფეხბურთი

19:15 | 23.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

ანხელ კორეა "რივერ პლეიტში" ითამაშებს

არგენტინელი ფეხბურთელი ანხელ კორეა სამშობლოში დაბრუნდება და კარიერას „რივერ პლეიტში“ გააგრძელებს. ტრანსფერზე შეთანხმება მიღწეულია.

„რივერი“ მექსიკურ „ტიგრესს“ 17 მილიონ ევროს გადაუხდის და ფეხბურთელს კონტრაქტს 2029 წლის ივნისამდე გაუფორმებს.

ანხელ კორეამ გასულ სეზონში „ტიგრესის“ მაისურით 54 მატჩში 23 გოლი გაიტანა. მას კარიერის უმეტესი ნაწილი „ატლეტიკოში“ აქვს გატარებული, სადაც 469 თამაშში თავი 88-ჯერ გამოიჩინა, კარიერის სტარტზე კი „სან ლორენსოში“ გამოდიოდა. არგენტინის ნაკრებში კორეამ 28 თამაშში 3 გოლი გაიტანა, თითოჯერ კი მსოფლიოს ჩემპიონატი და კოპა ამერიკა მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.088358