ლონდონის „არსენალმა“ „ბრიუგედან“ ბერძენი ფეხბურთელი ხრისტოს ცოლისი დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
ცოლისმა „მეთოფეებთან“ კონტრაქტი 2031 წლის ზაფხულამდე გააფორმა, ხოლო „ბრიუგემ“ 40 მილიონი ევრო მიიღო. ის ლონდონელთა რიგებში 17-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
ხრისტოს ცოლისმა კარიერა „პაოკში“ დაიწყო, შემდეგ „ნორვიჩში“, „ტვენტესა“ და „დიუსელდორფში“ ითამაშა, ხოლო 2024 წლიდან „ბრიუგეში“ 108 მატჩში 43 გოლით და 45 საგოლე პასით გამოირჩა. 24 წლის შემტევს საბერძნეთის ნაკრებში 34 შეხვედრაში 9 გოლი აქვს გატანილი.





