ფეხბურთი

17:30 | 22.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

"რეალი" მზადაა მასტანტუონო გაუშვას, ოღონდ იჯარით

მადრიდის „რეალი“ მზადაა მიმდინარე ზაფხულს ფრანკო მასტანტუონო გუნდიდან გაუშვას.

თუმცა, „სამეფო კლუბს“ არ სურს ფეხბურთელზე უფლებების დაკარგვა და მისი საბოლოოდ გაყიდვა, შესაბამისად, მხოლოდ იჯარით გაშვებაზეა თანახმა, რომელშიც გამოსყიდვის ვარიანტიც კი არ იქნება. მადრიდელთა გეგმა იგივეა, რაც ენდრიკის შემთხვევაში - უბრალოდ იჯარით გასხვისება, რათა სათამაშო პრაქტიკა მიიღოს.

არგენტინელით ესპანეთსა და მის ფარგლებს გარეთ ხუთზე მეტი კლუბია დაინტერესებული, მათ შორისაა, ფლორენციის „ფიორენტინაც“.

ფრანკო მასტანტუონომ „რეალის“ მაისურით პირველ სეზონში 35 შეხვედრა ჩაატარა და 3 გოლის გატანა შეძლო. მანამდე ის „რივერ პლეიტის“ ღირსებას იცავდა, ხოლო არგენტინის ნაკრებში ოთხი თამაში აქვს ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.163303