„მანჩესტერ იუნაიტედს“ მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველის, ედუარდო კამავინგას შეძენა სურს.
ინგლისურმა გრანდმა ფრანგი ფეხბურთელის მიმართ ინტერესი უკვე გამოხატა, ხოლო კამავინგა „რეალისთვის“ ხელშეუხებელი ფიგურა არ არის და მხარეები მოლაპარაკებებს დაიწყებენ. ფინანსური დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
აღსანიშნავია, რომ „მანჩესტერმა“ ორი ცენტრალური ნახევარმცველი უკვე დაიმატა: „ჩელსიდან“ ანდრეი სანტოსი და „ასტონ ვილადან“ იური ტილემანსი.
ედუარდო კამავინგა „რეალში“ 2021 წლიდან თამაშობს და 223 მატჩში 6 გოლი აქს გატანილი. მანამდე ის სამშობლოში, „რენის“ ღირსებას იცავდა.





