ცნობილმა ინგლისელმა მსაჯმა ენტონი ტეილორმა კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.
„ელიტურ დონეზე მსაჯობა უდიდესი პრივილეგია იყო, მაგრამ ზეწოლა ინტენსიურია და კონტროლი მუდმივი. ამიტომ, ახლა შესაფერისი დროა, გვერდზე გადავდგე და მოუთმენლად ველოდო ჩემი კარიერის შემდეგ თავზე გადასვლას”, - თქვა ტეილორმა.
47 წლის არბიტრი 2010 წლიდან პრემიერლიგაში მუშაობდა, ხოლო 2013 წლიდან ფიფას კატეგორიის მსაჯი იყო. მან 2026 წლის მუნდიალზეც იმუშავა.





