სტამბოლის “გალათასარაიმ” ნახევარმცველ ვესლი სნეიდერს რამდენიმე თვის დავალიანება გაუსტუმრა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ჰოლანდიის ნაკრების ჰავბეკი კლუბს კონტრაქტის გაწყვეტით დაემუქრა.
“გალათასარაი” სერიოზულ ფინანსურ კრიზისს განიცდის და შესაბამისად, ფეხბურთელებისთვის გასაცემი ხელფასების გადახდაც გაუჭირდა.
ვესლი სნეიდერი სტამბოლურ კლუბში შარშან გადავიდა. მას შემდეგ, “მანჩესტერ იუნაიტედის” ვარიანტი ჰქონდა, მაგრამ ბრიტანელები უარით გაისტუმრა.