ფეხბურთი

21:42 | 20.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

უეფას პრეზიდენტი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალს არ დაესწრო

ფიფას და უეფას პრეზიდენტებს შორის კონფლიქტია, შესაბამისად, ორივე ორგანიზაციას შორის.

უეფას პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალს არ დაესწრო, რითაც კიდევ ერთხელ დამტკიცდა ფეხბურთის მმართველ დაწესებულებებს შორის დაძაბული ურთიერთობა.

უკვე კარგა ხანია, რაც სლოვენიელ და შვეიცარიელ ფუნქციონერებს შორის კარგი ურთიერთობა არ არის.

მაგალითად, როდესაც ფიფამ სომალელი მსაჯი ომარ არტანი არ დაიცვა, რომელსაც მსოფლიოს ჩემპიონატზე უნდა ემსაჯა, მაგრამ აშშ-ში არ შეუშვეს, უეფამ დაუყოვნებლივ კონტრგადაწყვეტილება მიიღო და ის ევროპის სუპერთასზე, „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ასტონ ვილას“ მატჩის მსაჯად დანიშნა.

ამას მოჰყვა ფოლარინ ბალოგუნის სკანდალი, რომელსაც ფიფამ დისკვალიფიკაცია გაუუქმა, რასაც უეფას საპირისპირო განცხადება მოჰყვა და ფიფას გადაწყვეტილებას წითელი ხაზის გადაკვეთა უწოდა.

ჩეფერინსა და ინფანტინოს შორის კონფლიქტი სიახლე არაა: ევრო 2024-ის ფინალს ფიფას პრეზიდენტი არ დაესწრო. მოგეხსენებათ, ევროპის ჩემპიონატს უეფა ატარებს, ხოლო მსოფლიოს ჩემპიონატს - ფიფა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.171862