ფეხბურთი

19:30 | 20.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო თბილისმა" ფრანგი ფეხბურთელი დაიმატა

„დინამო თბილისმა“ ფრანგი შემტევი ლიეს ური დაიმატა. კლუბმა ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

30 წლის შემტევი ნახევარმცველი „ლილის“ აღზრდილია. სხვადასხვა დროს ფრანგულ, ნიდერლანდურ და უნგრულ გუნდებში გამოდიოდა. იცავდა ვალანსიენის, ბასტიას, როდას, ლანსის და ფეჰერვარის ღირსებას.

ბოლოს ანზორ მექვაბიშვილთან ერთად რუმინულ კრაიოვაში ასპარეზობდა და ქვეყნის ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.162894