ინგლისური ფეხბურთის ლეგენდა, კევინ კიგანი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. ლეგენდარული ფეხბურთელი სიმსივნით იყო დაავადებული.
კევინ კიგანმა გასულ საუკუნეში ინგლისური ფეხბურთის ისტორია დაწერა. მან კარიერა „სკანთორპში“ დაიწყო, შემდეგ კი, „ლივერპულში“, „ჰამბურგში“, „საუთჰემპტონში“, „ნიუკასლსა“ და „ბლექთაუნ სიტიში“ გაატარა.
კარიერის საუკეთესო პერიოდი 1971-1977 და 1977-1980 წლებში, „ლივერპულსა“ და „ჰამბურგში“ ჰქონდა. ინგლისის ნაკრებში 1972-1982 წლებსი 63 მატჩში 21 გოლი გაიტანა.
საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ სამწვრთნელო კარიერა დაიწყო და „ნიუკასლში“, „ფულჰემში“, ინგლისის ნაკრებსა და „მანჩესტერ სიტიში“ იმუშავა.
კევინ კიგანი სამჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი, ერთხელ გერმანიის, ხოლო ერთხელ ჩემპიონთა თასი და ორჯერ უეფას თასი მოიგო. 1978-1979 წლებში მან ზედიზედ ორჯერ ოქროს ბურთი მოიგო.





