"იუვენტუსი“ მეკარის პოზიციის გასაძლიერებლად აქტიურად მუშაობს, მათი მთავარი სამიზნე "ასტონ ვილას" არგენტინელი კარის დარაჯი ემილიანო მარტინესია, თუმცა თუ ტურინელები აღნიშნულ ტრანსფერს ვერ დაასრულებენ, მათი ალტერნატიული ვარიანტი "ფიორენტინას“ მეკარე დავიდ დე ხეა იქნება. ინფორმაციას იტალიური გამოცემები ავრცელებენ.
იტალიური გრანდი მარტინესის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებენ, თუმცა პარალელურად დე ხეას კანდიდატურასაც განიხილავს.
როგორც ირკვევა, მიუხედავად "იუვენტუსის" ინტერესისა, ფლორენციულ კლუბს დე ხეას გაყიდვა ამ ეტაპზე არ სურს. ესპანელ მეკარეს „ფიორენტინასთან“ კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს, ხოლო შეთანხმება კიდევ ერთი წლით, 2029 წლამდე გახანგრძლივების ოფციასაც ითვალისწინებს.





