საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელმა მაიკლ ოლისემ პელეს რეკორდი გააუმჯობესა. საქმე ეხება მსოფლიოს ჩემპიონატზე საგოლე პასების რაოდენობას.
1970 წლის მუნდიალზე პელემ 6 ასისტი მიითვალა, რაც დღემდე რეკორდი იყო. ამიერიდან კი, რეკორდსმენია ოლისეა, რომელმაც მიმდინარე მუნდიალი 7 საგოლე პასით დაასრულა. ერთ მსოფლიოს ჩემპიონატზე ამდენი საგოლე პასი არავის ჰქონია.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ნაკრები მესამე ადგილისთვის მატჩში ინგლისის ნაკრებთან 4:6 დამარცხდა. ეს მატჩიც შევიდა ისტორიაში, როგორც ყველაზე შედეგიანი თამაში მუნდიალზე მესამე ადგილისთვის.







