უნგრელი ნახევარმწველი დომინიკ სობოსლაი „ლივერპულთან" ახალ ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს, რომელიც 2031 წლის ივნისამდე იქნება ძალაში. ინფორმაციას ცნობილი ინსაიდერი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
წყაროს ცნობით, მხარეებს შორის სიტყვიერი შეთანხმება უკვე მიღწეულია, ამჟამად კი მხოლოდ საბოლოო დეტალები ზუსტდება, რის შემდეგაც ფეხბურთელი ხელშეკრულებას ოფიციალურად მოაწერს ხელს. რომანოს ინფორმაციით, სობოსლაი სრულად ერთგულია „ლივერპულის“ ახალი პროექტის, რომელსაც ესპანელი სპეციალისტი ანდონი ირაოლა უხელმძღვანელებს.
დომინიკ სობოსლაი "ლივერპულის" ღირსებას 2023 წლიდან იცავს და ამჟამინდელი კონტრაქტი კლუბთან 2028 წლამდე არის გათვლილი.





