ფეხბურთი

13:14 | 15.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "მანჩესტერმა" იური ტილემანსი დაიმატა

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ბირმინგემის „ასტონ ვილადან“ იური ტილემანსი შეიძინა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

ბელგიელის სანაცვლოდ „წითელმა ეშმაკებმა“ 41 მილიონი ევრო გადაიხადეს და კონტრაქტი 2031 წლის ზაფხულამდე გაუფორმეს. ის ანდრეი სანტოსის შემდეგ მეორე ნახევარმცველია, რომელიც „მანჩესტერმა“ მიმდინარე ზაფხულს დაიმატა.

იური ტილემანსი „ასტონ ვილაში“ 2023 წლიდან თამაშობდა და 134 მატჩში 10 გოლი გაიტანა. მანამდე, წლების განმავლობაში „ლესტერ სიტის“ ღირსებას იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.089769