უიმბლდონი იტალიელმა იანიკ სინერმა მოიგო, რომელმაც ფინალში გერმანელი ალექსანდერ ზვერევი 3:1 დაამარცხა.
პირველი სეტის ბედი ტაიბრეიკზე გადაწყდა, რომელიც გერმანელმა მოიგო (9:7). ძალიან დაძაბული იყო მეორე სეტიც, რომელიც ისევ ტაიბრეიკამდე მივიდა, ამჯერად, სინერმა აჯობა მეტოქეს (7:2).
მესამე-მეოთხე სეტებში სინერი უკვე უშეცდომო იყო და მეტოქეს ადვილად აჯობა - 6:3, 6:4. თამაში თითქმის ოთხი საათის განმავლობაში გაგრძელდა.
იანიკ სინერმა უიმბლდონი ზედიზედ მეორედ მოიგო. ეს მისთვის დიდი სლემის მეხუთე ტიტულია: ორ-ორჯერ უიმბლდონი და ავსტრალიის ღია პირველობა აქვს მოგებული, ერთხელ აშშ-ს ღია პირველობა.
სინერი - ზვერევი 3:1 (6:7, 7:6, 6:3, 6:4)







