ლონდონის „არსენალის“ ფეხბურთელი ლეანდრო ტროსარი კარიერას სტამბოლის „ბეშიქთაშში“ გააგრძელებს.
ტრანსფერზე შეთანხმება პრაქტიკულად მიღწეულია, გარიგების ბოლო დეტალები გვარდება, რის შემდგომაც, ყველაფერი მზად იქნება. „არსენალი“ 20 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო ფეხბურთელი თურქულ კლუბთან კონტრაქტს 2029 წლის ზაფხულამდე გააფორმებს, ხელფასის სახით კი წელიწადში 9 მილიონი ევრო ექნება.
ლეანდრო ტროსარი „არსენალში“ 2023 წლიდან თამაშობს და 174 მატჩში 36 გოლი აქვს გატანილი. მანამდე ბელგიელი „ბრაიტონის“, „ლეუვენის“, „ლომელის“, „ვესტერლოს“ და „გენკის“ ღირსებას იცავდა, ბელგიის ნაკრებში კი 56 თამაშში 14 გოლით გამოირჩა.





