ჩოგბურთი

21:59 | 12.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

გორგოძემ ფრანკფურტის ტურნირი მოიგო

ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ ფრანკფურტის 100-ათასიანი ტურნირი მოიგო.

ფინალში 34 წლის ჩოგბურთელის მეტოქე ანასტასია სობოლიევა იყო, რომელსაც პირველ სეტში 6:0 აჯობა. მეორე სეტიც ეკატერინემ კარგად დაიწყო და 1:0 დაწინაურდა, რის შემდგომაც მეტოქემ თამაში შეწყვიტა. შესაბამისად, გორგოძე ჩემპიონი გახდა.

გორგოძემ გერმანულ ტურნირზე სლოვაკი მია პოჰანკოვა, გერმანელი ვალენტინა შტაინერი, არგენტინელი ხულია რიერა და სერბი ტეოდორა კოსტოვიჩი დაამარცხა. გორგოძემ კარიერაში მეშვიდე ტიტული მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090575