რაგბი

1:12 | 12.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

საქართველომ სამოას აჯობა და ერთა თასზე ზედიზედ მეორედ მოიგო

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ერთა თასის მეორე ტურში სამოას ნაკრები დაამარცხა და ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა.

პიერ-ანრი ბრონკანის გუნდმა კარგად დაიწყო და ლუკა მატკავას ორი ჯარიმით მერვე წუთისთვის 6:0 დაწინაურდა. მატკავამ კიდევ ერთი ჯარიმა 24-ე წუთზეც გაიტანა და უპირატესობა გაზარდა, რასაც სამოელებმა გარდასაული ლელოთი მალევე უპასუხეს (7:8).

თუმცა, პირველი ტაიმის მიწურულს ლელო ლუკა ივანიშვილმა დაამიწა, რომელიც მატკავამ გარდასახა და ტაიმი საქართველოს სასარგებლოდ 16:7 დასრულდა.

მეორე ტაიმის სტარტზე გიორგი კვესელაძემ უწია მეტოქის ჩათვლის მოედანს, მატკავა გარდასახვაზე ისევ ზუსტი იყო. სამოამ ორ წუთში გაიტანა ერთი ლელო და ჩამორჩენა შეამცირა. თუმცა, ეს სამოას მაქსიმუმი გამოდგა.

მატჩის მიწურულს ჯერ მატკავამ გაიტანა ჯარიმა, მერე ილია სპანდერაშვილმა ლელო დადო, რომელიც თედო აბჟანდაძემ გარდასახა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - საქართველომ 33:12 გაიმარჯვა.

შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში „ბორჯღალოსნებმა“ ურუგვაის აჯობა (41:34) და ორი ტურის შემდეგ 9 ქულით ლიდერია, მომდევნო ტურში კი 18 ივლისს, ჩილეს ნაკრებს შეხვდება.

სამოა - საქართველო 12:33 (7:16)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.095098